ჩხეიძე: თავიანთი ნებით ხდება მიხეილ სააკაშვილის წამება თუ კიდე სხვა ვინმე ავალებს

გვინდა, გავიგოთ, თავიანთი ნებით ხდება მიხეილ სააკაშვილის წამება თუ კიდე სხვა ვინმე ავალებს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც დეპუტატები ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„აქამდე არ უთქვამს, მგრამ იქნება გვითხრას, რას უპირებენ პატიმარს, პაციენტს; როდესაც მისი მოადგილეც კი ამბობს, რომ იქ, სადაც ახლა ის ჰყავთ, არ არის შესაბამისი პირობები. გვინდა, გავიგოთ, თავიანთი ნებით ხდება წამება მიხეილ სააკაშვილისა თუ კიდე სხვა ვინმე ავალებს, ამისთვის ვართ მოსული, აქამდე არ შეგვხვედრია. იმედია, შეგვხდება და რაღაცას იტყვის. არა, იმედი კი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება მოვითხოვთ დღეს, ხვალ, ზეგ და მერე უკვე ასე უთქმელად, ასე ულაპარაკოდ გაილალებიან ესენი ყველანი და იძულებულნი იქნებიან, რომ დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და აი, მერე საქართველოს მოსახლეობა აირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც იქნება სამართლიანი, რომელიც იქნება დემოკრატიული და რომელიც თავიანთ ხალხს უგდებს ყურს“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშივილი პაჭკორია შიმშილობას იწყებს
შემდეგი სტატია“რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, თუ როგორ ველურად იქცევა ხელისუფლება”