“რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, თუ როგორ ველურად იქცევა ხელისუფლება”

ვინ შემოვა საქართველოში? ვინ ჩადებს ფულს?! რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, თუ როგორ ველურად იქცევა ჩვენი ხელისუფლება“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოცირიძე განამარტავს, ხელისუფლების მთავარი სიმბოლო ძალადობა გახდა.

„როგორც ხედავთ, ჩვენი აქცია ტარდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს სიმბოლო შეიძლება ვთქვათ ერთი სიტყვით-ძალადობა. გუშინ ჩვენ სუს-თან ვიყავით. ეს არის ის დაწესებულება, რომელიც შეიარაღებული მოძალადეა. ახლა ვიმყოფებით ჯანდაცვის სამინისტროსთან, ესენი ბრძანდებიან უიარაღოები, მაგრამ არანაკლებ მოძალადეები. ამ ხელისუფლების მთავარი სიმბოლო ძალადობა გახდა.

ის, რაც მათ ამ დღეების განმავლობაში ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის კლასიკური ნიმუში იყო.

რეპუტაცია დაკარგული და ნდობა შელახული ხელისუფლება ნიშნავს, რომ ხალხს აღატაკებს. ვინ შემოვა საქართველოში?! ვინ ჩადებს ფულს?! რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, თუ როგორ ველურად იქცევა ჩვენი ხელისუფლება“,- აღნიშნავს გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიჩხეიძე: თავიანთი ნებით ხდება მიხეილ სააკაშვილის წამება თუ კიდე სხვა ვინმე ავალებს
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი სააკაშვილზე: რა მოლოდინი აქვს, მმართველი გუნდი აქამდე თუ არ წავიდა დათმობებზე, ახლა რატომ წავა