ჩიორა თაქთაქიშვილი: სამწუხარო რეალობაა საქართველოში, როცა არასამთავრობოები ხელისუფლების შეტევის ობიექტები ხდებიან

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებისა და იურიდიული საქმეების კომიტეტის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ერთერთი რეზოლუციის პროექტში შესწორება შეიტანა, სადაც საუბარია ადამიანის უფლებების დამცველებზე.

ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, საქართველოში დღეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ადამიანის უფლებების დამცველები ხშირ შემთხვევაში არაფორმალური მმართველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეტევის ობიექტები ხდებიან.

„სამწუხარო რეალობა გვაქვს საქართველოში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების წარმომადგენლებისა და არაფორმალური მმართველების შეტევის ობიექტები ხდებიან,“ – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

კომიტეტის წევრია უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია, რომელმაც კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მანამდე ეკა ბესელია აღნიშნავდა, რომ ორივე რეზოლუციის პროექტი საქართველოსთან მიმართებაში დადებითი იქნებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან გარდაბანში
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ხელისუფლება სპეციალური ჯგუფების მეშვეობით პროვოკაციის მოწყობას ცდილობს