ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან გარდაბანში

კოალიცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გარდაბანში დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან საარჩევნო უბნებზე. განსაკუთრებით გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე. ისინი იმ საარჩევნო უბნებზე აქტიურობენ და ცდილობენ ჩაშალონ საარჩევნო პროცესი, სადაც ფიქრობენ, რომ დიდი სხვაობით აგებენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე დღეს კომენტარი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებაზე, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბნებთან სუს-ის თანამშრომლები დაფიქსირდნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესზე მიმდინარეობს დაკვირვება და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ყველა ფაქტი გადამოწმდა და არც ერთი არ დადასტურებულა.

banner
წინა სტატიაში“ის იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს” – ქევხიშვილი ზვიადაურს პასუხობს
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი: სამწუხარო რეალობაა საქართველოში, როცა არასამთავრობოები ხელისუფლების შეტევის ობიექტები ხდებიან