ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 41-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 41-ს მიაღწია. ინფიცირებულია 1 200-ზე მეტი მოქალაქე. ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის 13 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს.

 

საფრანგეთში ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩინეთში გავრცელებული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანსა და სინგაპურში.

banner
წინა სტატიაშიტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე – The New York Times Travel Show წელს პირველად, იმერეთის რეგიონია წარმოდგენილი
შემდეგი სტატია“აშშ საქართველოს გვერდით დგას და იდგება მუდამ ”