ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე – The New York Times Travel Show წელს პირველად, იმერეთის რეგიონია წარმოდგენილი

ჩრდილოეთ ამერიკაში, ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე – The New York Times Travel Show, საქართველოს ერთიან სტენდზე წელს პირველად, იმერეთის რეგიონია წარმოდგენილი.

The New York Times Travel Show ყოველწლიური და ყველაზე წარმომადგენლობითი ტურისტული გამოფენა- ბაზრობაა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც წარმოდგენილია 500-მდე მონაწილის პავილიონი: ქვეყნები, ქალაქები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, საკრუიზო ფირმები, თემატური პარკები, სამოგზაურო გაჯეტებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები.

მონაწილეთა მთავარი ამოცანაა სტუმრების დაინტერესება და მათი დარწმუნება, რომ უამრავ ტურისტულ ადგილს შორის აირჩიონ ერთი და მთავარი.

წელს პირველად საქართველოს ერთიან სტენდზე წარმოდგენილია იმერეთის რეგიონი, როგორც აუცილებლად სანახავი დესტინაცია საქართველოში.

“ჩვენი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, ბუნება და სათავგადასავლო შესაძლებლობები, სამზარეულო, ღვინო და სტუმართმოყვარეობა, ბალნეოლოგიური კურორტები, ცალკე ქუთაისი, როგორც მსოფლიოს უძველესი და გამორჩეულად ავთენტური ქართული ქალაქი, გვაძლევს საშუალებას, შევთავაზოთ ამერიკელ ტურისტებს ჩვენი უნიკალური და მათთვის ჯერ კიდევ უცნობი კულტურა.

იმერეთის პრეზენტაციის მთავარი და ამბიციური გამოწვევაა, დავარწმუნოთ საქართველოთი დაინტერესებული ტურისტები, რომ საქართველოში მოგზაურობა და მისი გაცნობა არ იქნება სრულყოფილი იმერეთისა და ქუთაისის გაცნობის გარეშე”, – აცხადებს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
შემდეგი სტატიაჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 41-ს მიაღწია