ჩინეთის მთავრობამ უცხოური ვალუტის გადაცვლაზე შეზღუდვა დააწესა

1 იანვრიდან ჩინეთში უცხოური ვალუტის შეძენაზე კონტროლი გამკაცრდება.
დღეიდან ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარი ვალუტის სხვა ქვეყნის ფულის ერთეულზე გაცვლის სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია უნდა წარადგინონ საკუთარ თავზე და თანხაზე.
ყოველწლიური კვოტა 50 ათასი დოლარის გაცვლის შესახებ, უცვლელი დარჩება.

როგორც ჩინეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის საიტზეა ნათქვამი, ამდაგვარად, ქვეყნის მთავრობა კაპიტალის უცხოეთში გადინებას შეუშლის ხელს.
ანალიტიკოსების შეფასებით, 2015 წელს ჩინეთიდან ერთი მილიარდი დოლარი გავიდა – წერს “ფრანს პერსი”.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: კიბერშეტევების უკან რუსეთი კი არა სხვა დგას
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი: კონტინენტთაშორისო რაკეტის შექმნა ფინალს უახლოვდება