აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოწოდება გააკეთა არ დაადანაშაულონ რუსეთი კიბერშეტევების გამო, რომელიც ქვეყანაში არჩევნების პერიოდში განხორციელდა.
“ვფიქრობ, ეს (სანქციები-რედ) არასწორია, თუკი რუსეთის შეტევების შესახებ არ ვიცით ზუსტად. ეს შესაძლებელია სხვა ყოფილიყო. მეც ვიცი რაღაც, რის აზრზეც სხვები არ არიან, ამიტომ, ჩვენ არ შეიძლება დარწმუნებულები ვიყოთ” – ტრამპმა თქვა, მას, ამასთანავე, არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
მისი თქმით, ინფორმაციას, რომელსაც ის ფლობს, მომავალ კვირას გაასაჯაროვებს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს სხვადასხვა ქვეყნებთან “მშვენიერი ურთიერთობა ექნება”, მათ შორის, რუსეთთან და ჩინეთთან.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება.