ჩინეთი ამერიკასა და მის მოკავშირეებზე შესაძლო თავდასხმის გეგმას ამუშავებს

პენტაგონის ვარაუდით, ჩინელი სამხედროები ამერიკასა და მის მოკავშირეებზე შესაძლო თავდასხმის გეგმას ამუშავებენ. „ქვეყანაში არმიის რეფორმირება მიმდინარეობს. ჩინეთის აქვს ამბიცია, რომ საერთაშორისო არენაზე გავლენის სფეროები გაზარდოს, რასაც მუდმივად აკეთებს“,- აღნიშნულია პენტაგონის მოხსენებაში, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესს გადაეგზავნა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ჩინეთის ლიდერები მიმდინარე ასწლეულის პირველ ორ ათეულ წელს „სტრატეგიული შესაძლებლობების პერიოდად” აფასებენ. „პროექტი “ერთი სარტყელი – ერთი გზა” მიმართულია იქითკენ, რომ ჯერ ეკონომიკური გავლენები გაზარდოს, შემდეგ კი იგი გამოიყენოს პოლიტიკური გავლენისთვის, – წერენ პენტაგონის ექსპერტები.
მოხსენებაში ცალკე პუნქტად გამოყოფილია სამხედრო რეფორმები და სწავლების ახალი სახეობები. “უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ჩინეთის არმიამ საკუთარი ბომბდამშენების მოქმედების ზონა გააფართოვა. იგი საზღვაო რეგიონებში მოქმედების ახალ გამოცდილებებს იძენს. ეს სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთი აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმის სამიზნეებს ამუშავებს”, – აღნიშნავენ ამერიკელი სამხედროები.
პენტაგონმა არ იცის თუ რა მოტივი ამოძრავებთ ჩინელ სამხედროებს, რომელიც პოტენციური სამხედრო მოქმედების ზონებში ბომბდამშენების ფრენებს ახორციელებენ. „შესაძლებელია, ამით ჩინეთს სურს აჩვენოს, რომ აშშ-ს და მის მოკავშირეებს შეუძლიათ მათ სამხედრო ბაზებზე წყნარ ოკეანეში დარტყმები განახორციელონ, გუამის ჩათვლით” – ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, „სახმელეთო ჯარის რეფორმა “ბრძოლა და გამარჯვება” მიზნად ისახავს შექმნას უფრო მობილური და გამანადგურებელი სახმელეთო ძალები” – მოჰყავს ციტატა მოხსენებიდან კორპორაცია “ბიბისი”-ს.
პენტაგონის შეფასებით, ჩინეთის რესპუბლიკაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო ბიუჯეტი ათჯერ გაიზრდება და 240 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაშიავსტრიელი მინისტრის ქორწილში პუტინს კუბანელი კაზაკების გუნდი მიყავს საჩუქრად
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს