ავსტრიელი მინისტრის ქორწილში პუტინს კუბანელი კაზაკების გუნდი მიყავს საჩუქრად

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისლის ქორწილში რუსეთის პრეზიდენტი ვალდიმირ პუტინი კუბანის სახელმწიფო გუნდთან ერთად მიემგზავრება. გამგზავრება 1,8 მილიონი რუბლი დაჯდება. გუნდი ვენაში 17-19 აგვისტოს დარჩება, ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტებში.
ავსტრიული მედია წერდა, რომ პუტინი საქორწილო საჩუქრად კაზაკების ანსამბლს მოუყვანს საგარეო უწყების ხელმძღვანელს. ავსტრიელი მინისტრის ქორწილი რესპორან Gasthaus Tscheppe an der Weinstraße-ში გაიმართება, რომელიც შტირიას ფედერალურ მიწაზეა.
კარინ კნაისლმა დიდი ხნის წინ დაპატიჟა პურინი საკუთარ ქორწილში. რუსეთის პრეზიდენტმა მოწვევაზე თანხმობა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტი ბერლინში ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გაემართება.

ავსტრია ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ბრიტანეთში სკრიპალების საქმესთან აგორებული სკანდალის დროს რუსი დიპლომატები არ გააძევა ქვეყნიდან. მაშინ კნაისლი ამბობდა, რომ “რთულ პერიოდში აუცილებელია დიალოგის ფორმატის შენარჩუნება”.
პუტინი ძალიან იშვიათად დადის ქორწილებში. მაგალითად, თავისი პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის ქორწილში ის არ ყოფილა.
“მწვანეთა” პარტიიდან ევროპარალმენტარმა მიხელ რაიმონმა კნაისლს, პუტინის მოწვევის გამო გადადგომისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიმერკელის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მოლოდინები
შემდეგი სტატიაჩინეთი ამერიკასა და მის მოკავშირეებზე შესაძლო თავდასხმის გეგმას ამუშავებს