ჩიხლაძე – სად წავლენ და სად ჩამოვლენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ჩვენს დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს

სად წავლენ და სად ჩამოვლენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ეს მათი გადასაწყვეტია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჩიხლაძის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები სააკაშვილის მხრიდან ბევრჯერ გაკეთებულა, ამიტომ „უახლოეს მომავალში სააკაშვილის ჩამოსვლა არ ჰგონია, რომ რაიმე რეალობასთან იყოს ახლოს“.

„ცოტა არასერიოზულად ვუყურებ ამ განცხადებას, იმიტომ, რომ ასეთი განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ბევრჯერ იყო გაკეთებული. უახლოეს მომავალში მისი ჩამოსვლა არ მგონია რაიმე რეალობასთან იყოს ახლოს.

არ დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და არ მგონია, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდეს მას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიბენდელიანი – მუნიციპალური ავტობუსების ტენდერი EBRD-ის ექსპერტების ჩართულობით და ამ ორგანიზაციის შესყიდვის წესებით გამოცხადდა
შემდეგი სტატია“ბორჯომის” გაფიცული თანამშრომლები ტრაილერის მძღოლებსაც გაფიცვას სთხოვენ