“ბორჯომის” გაფიცული თანამშრომლები ტრაილერის მძღოლებსაც გაფიცვას სთხოვენ

“ბორჯომის” ქარხნის გაფიცული თანამშრომლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების ინფორმაციით, კომპანია ცდილობს ტრაილერების მძღოლები გაზრდილი ტარიფის სანაცვლოდ პროდუქციის გატანაზე დაითანხმოს. ისინი მოუწოდებენ მძღოლებს, რომ შეთავაზებას არ დათანხმდნენ.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ გთავაზობენ გაზრდილ ტარიფს, იმისთვის, რომ განახორციელოთ დისტრიბუცია, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ ბიჭების და ქალების უკან არიან ოჯახები, პატარა შვილები, დედები და მამები, არ აყვეთ მსგავს პროვოკაციას”, – თქვა პროფკავშირების წარმომადგენელმა.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ქარხნის პარალიზების გამო წყალი დაიღვრება და კომპანია რესურსს ვერ აითვისებს.

გაფიცულები ამ დრომდე ელოდებიან, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათთან შეხვედრას გამართავენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც. თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება გაფიცვა გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – სად წავლენ და სად ჩამოვლენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ჩვენს დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს
შემდეგი სტატიასტიქია ლანჩხუთში – გრიგალმა მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა