ჭიჭინაძე – ოპოზიციას მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა

ოპოზიციას მეტი ერთობა რომ გამოეჩინა, მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამარჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველ დღე ფეთქდება იმ ნაღმზე, რომელიც მელიას დაჭერით თავად დაიდო“.

„სანამ „ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, 21-ე საუკუნეში, მონებით ვაჭრობა ლეგალური გახადოს, ოპოზიციის ნაწილი კბილების კაწკაწით შერბის პარლამენტში, ცდილობენ თავისი დესტრუქციული ქმედება ნიკას „შეტენონ“ და თან ამ ყველაფერს გამარჯვება წარმოგვიჩენენ.

მოკლედ, ოპოზიციას მეტი ერთობა რომ გამოეჩინა, მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამარჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა.

ისე ან რამდენი თან მძიმეწონიანი ჩინოვნიკი უნდა „შეიწიროს“ ამ ერთმა კაცმა?“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი – ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა გუშინ სალხინოში მიმაჩნია შეცდომად
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა