ხუხაშვილი – ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა გუშინ სალხინოში მიმაჩნია შეცდომად

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“მცირე განმარტება:

ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა გუშინ სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს და არა როგორც კრიტიკოსს.

მიმაჩნია, რომ ის არის კარგი ახალგაზრდა და მისი ბრძოლა რიონის ხეობის გადასარჩენად არის სამართლიანი. არც მის გულწრფელობაში შემპარვია ეჭვი.

რატომ მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა:

მისი ბრძოლა დღემდე კი არ ყოფდა, აერთიანებდა მის თაობას. თაობას, რომელსაც არ მოსწონს პეტრე, მაგრამ არც ის მოსწონს, რაც იქ გუშინ ხდებოდა.

ვიღაცას მოსწონს, თუ არა, ასე ფიქრობს დღევანდელი ახალგაზრდობა და ზუსტად მათ უნდა განასახიერებდეს ვარლამი”- წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე – ოპოზიციას მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა