ჭიჭინაძე ოპოზიციას – დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით, რადგან, ვიდრე კაბინეტებში სხედხართ, სხვას რა ნამუსით სთხოვთ ქუჩაში გამოსვლას

დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით, რადგან, ვიდრე კაბინეტებში სხედხართ, სხვას რა ნამუსით სთხოვთ ქუჩაში გამოსვლას, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისი თქმით, თუ ოპოზიციას სურს, რომ „პროტესტს შედეგი მოჰყვეს, სწორედ რადიკალიზაციით უნდა დაიწყონ“.

,,თუ რეალურად გვინდა შედეგი, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან დაიწყეთ, დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით, რადგან, ვიდრე კაბინეტებში სხედხართ, სხვას რა ნამუსით სთხოვთ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლას და რადიკალურ ბრძოლას, ხალხს თვლით სულელებად?! ან მერამდენედ უნდა გაწბილდნენ ადამიანები? რამდენი წელია ყველა მათი თავგანწირვა ვიღაცების კულუარული გარიგებით სრულდება. მოკლედ, თუ მართლა გვინდა პროტესტს შედეგი მოჰყვეს, სწორედ რადიკალიზაციით უნდა დავიწყოთ, რადგან, ვიდრე პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა. სხვა შემთხვევაში, ამით მხოლოდ „ოცნებას“ უხანგრძლივებთ თავისი დღის წესრიგით მართვას და მეტი არაფერი“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – წარმოიდგინეთ, თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა – გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას მძიმე რეაქცია ექნება
შემდეგი სტატიავაშაძე – გუშინწინ რა მდგომარეობაც იყო, ისიც კი დაგვიმძიმა „ქართულმა ოცნებამ“ – ღარიბაშვილის განცხადებებს და იმას, რას ამბობს მთავრობა, ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს