ვაშაძე – გუშინწინ რა მდგომარეობაც იყო, ისიც კი დაგვიმძიმა „ქართულმა ოცნებამ“ – ღარიბაშვილის განცხადებებს და იმას, რას ამბობს მთავრობა, ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს

გუშინწინ რა მდგომარეობაც იყო, ისიც კი დაგვიმძიმა „ქართულმა ოცნებამ“. ღარიბაშვილის განცხადებები მყისიერად ითარგმნება ყველა ევროპულ ენაზე და ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს, რას ამბობს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „პირდაპირ არგუმენტებს ქმნიან” იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.

„ამის საპასუხოდ ჩვენ მეილს მეილზე ვაგზავნით – ვწერთ, რომ „არ მოუსმინოთ, არ წაიკითხოთ, ღარიბაშვილი არაფერს ნიშნავს, ქართველ ხალხს უნდა“. ეს არის რეალობა, შესაბამისად, მოლოდინები რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი არ დავკარგოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„ვეთანხმები მის [ბიძინა ივანიშვილის] ადვოკატს, სანქციების ნაწილი უკვე ნამდვილად ამოქმედებულია, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ არცერთი საბანკო დაწესებულება მას არ მოემსახურება. პირდაპირ ვთქვათ – ეს არის ის ვითარება, რომელშიც მან და მისმა პოლიტიკამ ჩაიგდო თავი. როდესაც უკვე სანქციები მტკიცდება აშშ-ის მთავრობის ან ევროპის მიერ, უკვე იყინება ყველა მისი აქტივი, არა უბრალოდ ფინანსური ტრანზაქციების პრობლემა აქვს, არამედ სრულად ხდება ყველა აქციის გაყინვა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე ოპოზიციას – დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით, რადგან, ვიდრე კაბინეტებში სხედხართ, სხვას რა ნამუსით სთხოვთ ქუჩაში გამოსვლას
შემდეგი სტატიაკობახიძე ზურაბიშვილზე – მისი კანდიდატობა ივანიშვილის ინიციატივა იყო, სხვა შემთხვევაში იქნებოდა პარლამენტის რიგითი წევრი