ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი გაფიცულებს და მოშიმშილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

„შევხვდი გაფიცულებს. სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც ჭიათურაში მიმდინარეობს, ვინაიდან დაკავშირებულია ძირითად უფლებასთან, ეს არის შრომის უფლება. მათი მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს, ამის მოლოდინი აქვთ. რაც დავინახე, ყველაზე მთავარი, ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად, მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ, რომ დათმონ და მათი მოთხოვნებიც იყოს გაზიარებული. ვიცი, რომ დანიშნული არის სახელმწიფოს მიერ მედიატორი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, პოზიციები იყოს დაახლოებული და შრომითი პირობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს”, -აცხადებს ლევან იოსელიანი.

banner
წინა სტატიაშივილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისგან უკრაინა ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში წევრობამდე პერიოდისთვის და არა, როგორც წევრობის ალტერნატივას – პერებიინისი
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაგრძელება – გუბერნატორი კემპი