მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაგრძელება – გუბერნატორი კემპი

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი თავის მეუღლესთან, მარტი კემპთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ბრაიან კემპი აშშ-ს პირველი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ჯორჯიის გუბერნატორი აშშ-ს სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნას დაესწრო.

“პირველ რიგში, პირველი ლედისთვის, მარტი კემპისთვის და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯორჯიის შტატიდან საქართველოში ვართ ჩამოსული. უკვე ათწლეულებია ჩვენი პარტნიორობა შესანიშნავად მიმდინარეობს გენერალი კარდენის ხელმძღვანელობითა და ჩვენი გუნდის მეოხებით, რომლის წევრებიც ქართველი მცველების გვერდით დგანან. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვართ და მათი შრომის საუცხოო ნაყოფს ვხედავთ, რომელიც ახლა ჩვენ უკან ჩანს. ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებების, ჩვენი მხრიდან ქართველი ხალხის, განსაკუთრებით კი იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ერთგულების გამოხატულებაა. ვფიქრობ, კარგია, რომ მარტი და მე დღეს ამას ვხედავთ. ასევე კარგია, რომ ხალხი ხედავს, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები გვამოძრავებს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს და ცხადია, მხარს ვუჭერთ იმ მისიას, რომელსაც ამერიკელი და ქართველი სამხედროები უკვე დიდი ხანია აქ აღასრულებენ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქაურ ხალხს კარგად ესმის ის გეოპოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, ამ პროცესებში აშშ-ს ჩართულობა, უკრაინაში მიმდინარე ომი. ქართველ ხალხს ნამდვილად ესმის, რისი გამოვლა უწევთ უკრაინელებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჯორჯიის შტატს, აშშ-სა და საქართველოს შორის შესანიშნავი პარტნიორობის გაგრძელება”. – აღნიშნა გუბერნატორმა წილკნის თავშესაფრის გახსნაზე ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფინანსური ხელმისაწვდომობის თემაზე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შეხვედრა გაიმართა