ჭიათურა-საჩხერის გზაზე მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა

ჭიათურა-საჩხერის გზაზე მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მეწყერმა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე ჩაკეტა, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.

უწყების ცნობით, ადგილზე მაშველთა ჯგუფები და გეოლოგები მუშაობენ. ასევე, თბილისიდან გაემგზავრა განსაკუთრებულ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის თქმით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები განზრახ არ ჩაატარა
შემდეგი სტატიალარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა