ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა

ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა და კურსი დასტაბილურდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

„ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. არცერთი ფუნდამენტური მაჩვენებლის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს გაუფასურებასთან“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება.

„ეკონომიკა იზრდება. მარტში ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა -ექვსი პროცენტი, ექსპორტი იზრდება. შესაბამისად, საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიჭიათურა-საჩხერის გზაზე მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა
შემდეგი სტატიაჩვენ ყველა მაჩალიკაშვილი გავხდით