ჩერნოგორიაში მიუღებელი ჩაცმულობისა და ქცევის გამო ტურისტებს 500-700 ევროთი დააჯარიმებენ

ჩერნოგორიის ცნობილ და პოპულარულ კურორტ ბუდვაში, ადგილობრივმა მთავრობამ ტურისტების მიუღებელი ჩაცმულობისა და ქცევის გამო 500-700 ევროიანი ჯარიმის დაწესების ინიციატივა შესთავაზა ადგილობრივებს. მთავრობამ მოქალაქეებს სთხოვა მონაწილეობა მიიღონ ქცევის წესების შემუშავებაში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი სივრცის მოხერხებულ ფუნქციონირებას. მოქალაქეებს სთავაზოვენ ასობით ქვეყნის საკურაორტო ზონების გამოცდილებას. მაგალითისთვის მოყავთ საცურაო კოსტიუმით ქუჩაში გასვლისთვის 600 ევროთი დაჯარიმება, ნარკოტიკების გავრცელებისთვის – 700 ევროთი დაჯარიმება, წელსზევით შიშველი სიარულისთვის 500 ევროიანი ჯარიმა. ახალმა წესებმა უნდა დაარეგულიროს ნაგვის გადაყრა, ხმამაღალი მუსიკა, პარკირება და სხვა.

საზოგადოებრივი წინადადებების მიღება ორი თვე გაგრძელდება, რომლის შემდეგადაც შესაბამისი პროექტი შეიქმნება.

banner
წინა სტატიაშიინდოეთის პრემიერის პარტიამ 303 ადგილი მიიღო პარლამენტში
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ახალ პრემიერს 20 ივლისამდე აირჩევენ