ინდოეთის პრემიერის პარტიამ 303 ადგილი მიიღო პარლამენტში

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნირენდრა მოდის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 543 ადგილიდან 303 მიიღო – 24 მაისს ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე პირველად ხდება, რომ პარტიამ ორჯერ აბსოლუტური უმრავლესობა აიღო.
“ინდოეთმა ისევ გაიმარჯვა. ჩვენ ერთად ვიზრდებით. ერთად ჩვენ ყველასთვის ძლიერ ინდოეთს შევქმნით” – მოდიმ “ტვიტერზე” დაწერა.
პარტნიორ კოალიციასთან ერთად მას სულ 344 ხმა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდი, რომელიც მომდევნო ხუთი წელი პრემიერი იქნება, პრაქტიკულად, ოპოზიციის გარეშე რჩება.

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში სულ 900 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ის თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა. ამომრჩეველთა აქტიურობამ 67% შეადგინა. წინასაარჩევნოდ მოდი დაახლოებით 15 მილიონ ამომრჩეველს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში 600 ათასი ბავშვი შიმშილობს
შემდეგი სტატიაჩერნოგორიაში მიუღებელი ჩაცმულობისა და ქცევის გამო ტურისტებს 500-700 ევროთი დააჯარიმებენ