ჩერევატი: უკრაინა აკონტროლებს სიტუაციას ბახმუტში, თუმცა სიტუაცია რთულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერხი ჩერევატიმ Reuter-თან საუბარში განაცხადა რომ უკრაინა აკონტროლებს სიტუაციას ბახმუტში, თუმცა სიტუაცია რთული.

ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ესმით რუსეთის განზრახვები და რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ტაქტიკურ წარმატებებს აღწევენ, თუმცა აღნიშნა, რომ ამით რუსული ჯარები ,,მაღალ ფასს” იხდიან.

‘მძიმე მდგომარეობაა; მტერი ახორციელებს მაქსიმალურ ძალისხმევას ბახმუტის დასაკავებლად. მაგრამ ის სერიოზულ ზარალს განიცდის და ვერ აღწევს სტრატეგიულ წარმატებას’,-  განაცხადა ჩერევატიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნადირაძე: “ჩინეთის კედლის ზომის ჯებირები რომ ააშენონ, ვერ უშველის ამ მთავრობას გაბრაზებული ხალხისგან”
შემდეგი სტატიაГУР: მოსკოვისა და პეტერბურგის ელიტა რუსეთიდან გარბის