ირაკლი ნადირაძე: “ჩინეთის კედლის ზომის ჯებირები რომ ააშენონ, ვერ უშველის ამ მთავრობას გაბრაზებული ხალხისგან”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას ეხმიანება და ამბობს, რომ ჩინეთის კედლის ზომის ჯებირები რომ ააშენონ, ვერ უშველის ამ მთავრობას გაბრაზებული ხალხისგან.

“კორუმპირებული შევარდნაძის შემდეგ, აღარ ყოფილა ჯებირები. ეს ჯებირები დაანგრია მიხეილ სააკაშვილმა, დაანგრია ზურაბ ჟვანიამ და მას შემდეგ აქ ადამიანებს თავისუფლად შეძლოთ შეკრება, მაგრამ იციან, რომ 9 აპრილს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. იციან, რომ არიან ძალიან დიდ საერთაშორისო იზოლაციაში და ახლა ხალხისგან იზოლირებას და დისტანცირებას ცდილობენ, მაგრამ ეს ჯებირები კი არა, ჩინეთის კედლის ზომის ჯებირები რომ ააშენონ, ვერ უშველის ამ მთავრობას გაბრაზებული ხალხისგან”,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პირადი დაცვა და შვილი ყოფილ დეპუტატს თავს დაესხნენ – თენგიზ აგრბა საავადმყოფოშია გადაყვანილი
შემდეგი სტატიაჩერევატი: უკრაინა აკონტროლებს სიტუაციას ბახმუტში, თუმცა სიტუაცია რთულია