“ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი სცენაზე არ მინდა არასაპატივცემულოდ იქცეს პოლიტიკურ ასპარეზზე,”

“სპეკულაცია” – ასე გამოეხმაურა დღეს საქართველოს განვითარების ფონდის ხელმძღვანელისა და წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი.

ქართული ოცნების წევრი ამბობს, რომ ხმამაღალი განცხადებები ფონდის წარმომადგენლების მხრიდან მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

“სპეკულაციად მიმაჩნია, ბევრი განცხადება, რომ ყურადღება მიიპყრონ. პაატა ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი სცენაზე არ მინდა იქცეს არასაპატივცემულო ადამიანად პოლიტიკურ ასპარეზზე,”- აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაში“არ ვაპირებთ დაკავშირებას, ალიანსებში, კოალიციებში შევლას,“ – გიორგი ცაგარეიშვილი
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა