ალეკო ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საკრებულოს დეპუტატმა მათ მიაწოდა ინფორმაცია პატიმართა შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით. სამოქალაქო სექტორის წევრები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადგან აცხადებენ, რომ სახეზეა შესაძლო სამოხელეო დანაშაული. საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოში აცხადებენ, რომ აუცილებელია მიუკერძებელი გამოძიების ჩატარება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გარკვეული კითხვისნიშნები არსებობს.

,,ქალბატონ ეკა ბესელიას შეიძლება ქონდეს ინტერესთა კონფლიქტი, რადგან იგი არის საპროკურორო საბჭოს წევრი. საპროკურორო საბჭოს კი ექვმედებარება მთავარი პროკურორი,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

საია-ში კი აცხადებენ, რომ პროკურატურის მიკერძოებული მოქმედებები კარგად ახსოვთ და ამიტომ, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა.

,,თვითონ დეპუტატებსაც უნდა უჩნდებოდეთ ინტერესი იმისა, რომ ბოლოსდაბოლოს ერთხელ მაინც რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეიქმნას საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია და ვნახოთ როგორ მუშაობს,’’- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, პროკურატურა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდება.

banner
წინა სტატიაში“ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი სცენაზე არ მინდა არასაპატივცემულოდ იქცეს პოლიტიკურ ასპარეზზე,”
შემდეგი სტატია“მარო მაყაშვილი გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება”