ჩემთვის IDFI -ს კვლევა არაფერს ნიშნავს – კალაძე

ჩემთვის IDFI -ს კვლევა არაფერს ნიშნავს- ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვას არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI -ს კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება.

„არ ვიცი, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს ეს კვლევა პირდაპირ გეტყვით. ჩემთვის მთავარია საერთაშოროსო ორგანიზაციების შეფასებები. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მსოფლიო ბანკის შეფასება, რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია წამყვან ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. თუ შევადარებთ და აუცილებლად უნდა გაკეთდეს შედარებები, კარგად ნახავთ სტატისტიკას 2012 წლის მერე როგორი ნახტომი გვაქვს უკეთესობისკენ, დადებითი ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, არ უნდა შევაჩეროთ, პირიქით. უფრო მეტად უნდა ვიმუშავოთ, მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყანა და უფრო მარტივი უნდა იყოს ბიზნესის კეთება საქართველოში და კიდევ უფრო მეტად დაცულები უნდა იყოს ინვესტიციები და ბიზნესსექტორი”,- განაცხადა კალაძემ.

IDFI -ს ინფორმაციით, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ევროკავშირის ელჩი – ვაკვირდებით „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიებას