საქართველოში ევროკავშირის ელჩი – ვაკვირდებით „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიებას

ველოდებით გამოძიების შედეგებს და იმედი გვაქვს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ვაკვირდებით, თუ რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით და ველოდებით გამოძიებას. იმედი გვაქვს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს”,-განაცხადა ელჩმა დღეს ბათუმში.

კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ბათუმში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის IDFI -ს კვლევა არაფერს ნიშნავს – კალაძე
შემდეგი სტატიატექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი – „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“ გაიმართა