,,ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ალეკო ელისაშვილის განცხადების შინაარსი და პათოსი”

ჩემთვის გაუგებარია ბატონი ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელიც, ერთი მხრივ, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ცხვრებივით მიერეკებოდა ამომრჩეველს საარჩევნო უბნებთან და მეორე მხრივ, იმევე „ქართულ ოცნებასა“ და კალაძეს წარმატებას უსურვებს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა , სადაც ის კალაძესა და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„შესაძლებელია მიიღო ის გამარჯვება, რომელშიც მოწინააღმდეგემ წარმატებას მიაღწია სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში, შესაძლებელია აღიარო დამარცხება, რომელიც შენი შეცდომებით ან თუნდაც უიღბლობით დაგემართა, მაგრამ შეეგუო იმ მარცხს, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი და დაგეგმილი ჩემთვის პირადად, გაუგებარი და მიუღებელია.

თუ შენ თვლი, რომ ხალხს ცხვრებივით მიერეკებოდნენ არჩევნებზე, როგორღა ულოცავ გამარჯებას იმ კანდიდატს, რომელიც მთავარი ფიგურა და შემოქმედი იყო ამ არჩევნებში ხალხის ცხვრებივით გარეკვის?!“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა