გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა

ქუთაისის მერობის კანდიდატმა პარტია “თავისუფალი საქართველოდან“ გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა.
„გუშინ ცოტა ავჩქარდი და განვაცხადე, რომ „ტაიმ აუტს“ ვიღებ, რაც დღეს გაავანალიზე და გადავიფიქრე“, -აცხადებს გოგი წულაია.

მისი თქმით, ის ბრძოლას გაგრძელებს ხელისუფლების წინააღმდეგ.

“ქუთაისი ოპოზიციის გარეშე არ შეიძლება, არ შეიძლება სრული კომფორტი შევქმნათ მთავრობისთვის. ამიტომ ვბრუნდები პოლიტიკაში. ვალდებული ვარ, დავიცვა ამომრჩევლის ხმა, რომელმაც მხარი დამიჭირა”, – განაცხადა წულაიამ.

გუშინ გოგი წულაიამ განაცხადა, რომ ის „პოლიტიკურ ტაიმ-აუტს“ იღებდა.

banner
წინა სტატიაში,,ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ალეკო ელისაშვილის განცხადების შინაარსი და პათოსი”
შემდეგი სტატიაფოთში ჟურნალისტი ცემეს