მამუკა ბახტაძე დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე – საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდება მხოლოდ არჩევნების გზით

საქართველოში პროტესტის გამოხატვა გარანტირებულია, რაც არის ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი და ეს უზრუნველყოფილი იქნება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის კითხვას სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თუ ვინმე დაიწყებს წითელი ხაზების გადალახვას, რეაგირება იქნება მყისიერი და კანონის ფარგლებში.

„ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანია, რომ არა მხოლოდ რეალურად გააკეთონ, რა თქმა უნდა, რეალურადაც სურთ, მაგრამ იციან სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებრივი აზრიც იქნება საწინააღმდეგო, არამედ, მათი მიზანია, შექმნან არასტაბილურობის და იმის განცდა, რომ აქვთ რესურსი, არეულობა შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ასე არ მოხდება. 2012 წლიდან, ყოველი არჩევნების წინ და შემდეგ ვისმენთ ერთსა და იმავეს. პასუხი არის ერთი და იგივე – საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით ხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის ადამიანურად სამწუხაროა, რომ შავგულიძე სააკაშვილს უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე: ზუგდიდის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საზოგადოების განწყობა