ჩემს გუნდს ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას პროგრამის შესრულებაზე, წარვადგენ ორ კვირაში

„ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რომ პარლამენტს ვთხოვოთ ნდობა, რომ წარმოვადგინოთ მცირე მთავრობის კონცეფცია,“- ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას ეხებოდა.

ბახტაძემ არც ამჯერად დაასახელა მინისტრების რაოდენობა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ აკონკრეტებს ინარჩუნებს თუ არა თანამდებობას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რომ პარლამენტს ვთხოვოთ ნდობა. წარმოვადგინოთ მცირე მთავრობის კონცეფცია, ვინაიდან, სწორედ მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ ჩვენ იმ პროგრამის რეალურ ცხოვრებაში რეალიზაციას, რომელიც იქნა წარმოდგენილი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშირესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ
შემდეგი სტატიასუბელიანს და ახობაძეს წულუკინისთვის და გახარიასთვის შეკითხვის დასმის უფლება არ მისცეს