სუბელიანს და ახობაძეს წულუკინისთვის და გახარიასთვის შეკითხვის დასმის უფლება არ მისცეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ პროექტის მენეჯერს, ანა სუბელიანს და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელს, თამაზ ახობაძეს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვის დასმის უფლება არ მისცეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ პროექტის მენეჯერი, ანა სუბელიანი აცხადებს, რომ მას პარლამენტში კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცეს.

ანა სუბელიანის თქმით, მას კითხვა შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან აქვს.

„მე მაქვს კითხვა გიორგი გახარიასთან 12 მაისის ღამეს განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მაინტერესებს, აღიარებს თუ არა, რომ ეს სპეცოპერაცია იყო არამართლზომიერი, ძალადობრივი და შესაბამისად, უკანონო. და ასევე, თეა წულუკიანთან გვაქვს კითხვა, რატომ აძლევს ის თავს იმის უფლებას,, რომ დააყენოს ტავის თავი სასამართლოზე მაღლა და ამაზე მეტყველებს წინა შეხვედრაზე მის მეირ გაჟღერებული ფრაზა, რომ შეისწავლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინ მისცა მას ამის უფლება,“ – განაცხადა სუბელიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თამაზ ახობაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო სასამართლოების გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

„ჩვენი შეკითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ თვლის თეა წულუკიანი, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება მან დაბლოკოს, შეისწავლოს, სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს და ბოლოს, არ შეასრულოს,“ – განაცხადა ახობაძემ.

მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა პარლამენტში, ხმაურის და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში დაჩქარებული წესით უსმენენ. მთავრობის პროგრამის განხილვა დეპუტატებმა, რეკორდულად მოკლე დროში ერთ დღეში უნდა მოასწრონ. საკომიტეტო მოსმენები ერთმანეთის პარალელურად იმართება, რის გამოც ოპოზიცია ყველა მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ვერ ასწრებ, რაც ასევე მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

banner
წინა სტატიაშიჩემს გუნდს ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას პროგრამის შესრულებაზე, წარვადგენ ორ კვირაში
შემდეგი სტატიაპენიტენციურ სისტემაში ადმინისტრაციულ საქმეებზე ვიდეო სასამართლო სისტემა იგეგმება