,, ჩემი ფილოსოფიით, არჩევნებია იმის საფუძველი და ვალდებულებაც, რომ იმუშაო ბეჯითად”

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

“ჩემი ფილოსოფიით, არჩევნებია იმის საფუძველი და ვალდებულებაც, რომ იმუშაო ბეჯითად,” – ეს განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა.

ქუცნაშვილი ამბობს, რომ მისი კანონპროექტით საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებისთვის პრემია უნდა შენარჩუნდეს, სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის კი – არა.

რატომ არ დაუჭირეს ქართული ოცნების წევრებმა მხარი ქუცნაშვილის ინიციატივას, ამაზე დეპუტატს პასუხი არა აქვს.

“დამოკიდებულებაში გარდატეხის შეტანა რომ მოვახერხოთ, არ არის მარტივი. საშუალოდ დაბალი რანგის მოხელეებს პრემიის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ. მაღალი თანამდებობის პირებს არ უნდა ჰქონდეთ პრემიები. დღეს 5000-6000 ლარი აქვთ მინისტრს და მინისტრის მოადგილეს. მარეგულირებელი კომისიის წევრებს 10000-დან 15000 ლარამდე აქვთ ხელფასი. ეს ამ ქვეყანაში საკმარისი თანხაა, რომ მაღალკვალიფიციური პატიოსანი მოხელეების რეკრუტირება მოვახდინოთ მაღალ თანამდებობებზე,” – განაცხადა არჩევანში საუბრის დროს ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ტყუილად იღებენ ხელფასს”- ქუცნაშვილი–მაჭავარიანის კამათი
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლები ალეპოდან ქალის ფორმაში გადაცმული გარბიან…