,,ტყუილად იღებენ ხელფასს”- ქუცნაშვილი–მაჭავარიანის კამათი

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

გადაცემა „არჩევანში“ პრემიების თემის განხილვსას უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილსა და უმცირესობის დეპუტატს მიხეილ მაჭავარიანს შორის კამათი მოჰყვა.

ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელფასს ტყუილად იღებს, რადგან ისინი პარლამენტში არ დადიან.

„ოპოზიცია არ დადის პარლამენტში. სულ ტყუილად იღებენ ხელფასს. არ მუშაობენ საერთოდ. აცდენენ სხდომებს გამოგონილი მიზეზებით“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

დეპუტატის განცხადებას მიხეილ მაჭავარიანის გაღიზიანება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ სხდომების გაცდენის მიზეზი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები იყო.

„არ დადის არასწორი გამოთქმაა. ეტყობა ვინ მუშაობს და ვინ არა. არ შეგარჩენთ ამას, რომ ამბობთ ოპოზიცია არ დადისო. აბა ვინ მუშაობს ის მითხარით. აქ რომ მოდიოდით არ ნახეთ დანგრეული გზები? ყველაფერს საზღვარი… ხელფასს თქვენ იღებთ იმაში, რომ დაანგრიეთ ქვეყანა. არ მუშაობთ თქვენ და თქვენაირი უმრავლესობა საქართველოს არ ჰყოლია. ქუჩაში გადით და იკითხეთ. ბატონო ზაქრო, თქვენ რომელ ქვეყანაში იყავით? ლონდონიდან მოდიხართ თუ თიანეთიდან?“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძე ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტის ზრდას კერძო მზღვეველებისგან შეუსრულებელ ვალდებულებებს უკავშირებს
შემდეგი სტატია,, ჩემი ფილოსოფიით, არჩევნებია იმის საფუძველი და ვალდებულებაც, რომ იმუშაო ბეჯითად”