(+ვიდეო) “ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოთქვას მზადყოფნას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდეს.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგა გამართა.

მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები იყო გაუგებარი.

„როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ამაზე უნდა იყოს პოლიტიოსების შეშფოთება და უნდა იყოს ამ საქმის დეტალურად გარკვევის მცდელობა. დღეს ვესაუბრე გიორგი პაპუაშვილს და მან კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს ფაქტები თავისთავად გამომდინარე იქიდან, რომ შეეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხევდვით, ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინსტიტურტების დაცულობაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტები, რომელი გიორგი პაპუაშვილიმა გააცნო მისთვის გასაოცარი არ იყო.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა, ეს იყო იმიტაცია რეალურად. მე ვსაუბორბ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. ნათელი პასუხი უნდა გაცეთ იმას, რომ პოლიტკურ ძალებსა და ჯგუფებს შორის ხდება შეთანხმებული მოქმედება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ არის ჩართული ამ საქმეებში, ჩნდება ტენდენციები დაბალ დონეზე რაღაც კავშრების ჩამოყალიბების.

„არჩევნების პროცესი მშვიდი რომ იყოს, ამისთვის აუცილებელია დავიცვათ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. მზა ვარ შევხვდე პრემიერს და პარლამენტის თავმდჯომარეს, რომ და ამ საშიშ ტენდენციებს, რომელიც ჩნდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავცეთ ადეკვატური და აზრიანი პასუხი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვიულმა.

 

https://youtu.be/rEBoPdx9W80

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი კვლავ თავს იკავებს იმ მოსამართლეების დასახელებისგან, რომლებზეც, მისივე თქმით, ზეწოლა ხორციელდება
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზიდენტს ზეწოლის კონკრეტული ფაქტები