გიორგი პაპუაშვილი კვლავ თავს იკავებს იმ მოსამართლეების დასახელებისგან, რომლებზეც, მისივე თქმით, ზეწოლა ხორციელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კვლავ თავს იკავებს იმ მოსამართლეების დასახელებისგან, რომლებზეც, მისივე თქმით, ზეწოლა ხორციელდება.

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტს დღეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა ფორმით ხდება ზეწოლა, როდიდან და რა ვითარებაში.

რაც შეეხება მოსამართლეების გავრების დასახელებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არ არის უფლებამოსილი, სახელი და გვარები დაასახელოს.

„უფლებამოსილი არ ვარ, გვარი დავასახელო, მითუმეტეს საქმეებზე ვისაუბრო. ვთქვი, რომ საჯაროდ არასოდეს არ დავასახელებ გვარებს,ყოველ შემთხვევაში მამანდე, ვიდრე მოსამართლეა, რათა ზიანი არ მიადგეს საქმის ნორმალურ განხილვას. თუ მოსამართლეები ჩათვლიან საჭიროდ, თავად ისინი ისაუბრებენ“,-აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, ქონდა სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრთან და მასაც უთხრა, რომ მზად არის შესახვედრად.

„პრემიერი დამპირდა, რომ როგორც კი მოიცლის და დროს გამონახავს, აუცილებლად დაიგეგმება შეხვედრა, მეც მზადყოფნას გამოვთქვამ პრემიერთან შესახვედრად“,- აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში რეაგირების გარეშე იყო დარჩენილი მიმართვები მთავარი პროკურატურისადმი, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი და იმედი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება, არ არსებობს.

„სწორედ ეს მინდა, რომ პოლიტიკურმა ხელმხღვანელობამ გაიზიაროს ინფორმაცია და ერთად მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეაგირება, რათა გარანტია ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს, რომ კი არ გაუარესდება მდგომარეობა, არამედ პირიქით და მოსამართლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, წყნარ, მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ საქმიანობა. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება, მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მთავარ პროკურორთან შეხვედრა და არა ის, რომ ბათუმის პროკურატურამ გამომიგზავნა მოსაწვევი, მობრძანდითო. მთავარი პროკურორი ჩვენ არ დაგვკავშირებია. ცოტა სერიოზულად თუ შევხედავთ საკითხს, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი. ყველამ უნდა გაიზიაროს ის ფაქტი, რომ ამ ინსტიტუციის ნორმალური მუშაობა დაკავშირებულია ქვეყნის ინტერესებთან.
თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს, თუ ვნახავთ, რომ იქიდან იქნება მზადყოფნა“,-განცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა”