ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ – ლაზარე გრიგორიადისი

“განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს მიჩვეული ხარ საქართველოში ეგეთ რაღაცებს” – ამბობს ერთწლიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლების პირველი პირების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომლებსაც ისინი მისი მისამართით აკეთებდნენ.

“ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა” – ამბობს ლაზარე. მისი თქმით, პოლიტიზირებული სასამართლოდან გამომდინარე, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა 9 წლიანი პატიმრობის მისჯა.

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პირდაპირ ეთერში ვისმენდი. შოკში ვიყავი, ერთადერთი, რაც გავიგე მე ის შევიწყალეო, მერე არაფერი არ მახსოვს. ძალიან ემოციური იყო”, – თქვა ციხიდან გამოსულმა ლაზარემ.

banner
წინა სტატიაშიშევხვდებით აქციებზე – ლაზარე გრიგორიადისი
შემდეგი სტატიაშეწყალების მიუხედავად რურუამ და ოქრუაშვილმა განაჩენი გაასაჩივრეს