შეწყალების მიუხედავად რურუამ და ოქრუაშვილმა განაჩენი გაასაჩივრეს

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდნენ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს. ყველა ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლებამოსილება – შეწყალების მექანიზმი.

“მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ განსხვავებით უგულავას და გვარამიას საქმისგან, რომლებიც პრეზიდენტმა გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდგომ შეიწყალა, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოსცა და, მიუხედავად ამისა, მათ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს ზემდგომ ინსტანციებში. ორივე შემთხვევა ქართული მართლმსაჯულებისთვის პრეცედენტულია”, – აცხადებს ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშიჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ – ლაზარე გრიგორიადისი
შემდეგი სტატიაახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ყოველდღე რუსთაველზე დგანან, საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, საქართველოს ევროპული მომავალი გადაარჩინონ – ბოკუჩავა