ჩემი გზავნილია: რუსეთი ჯერ დავამარცხოთ და შემდეგ მოველაპარაკოთ! – ტრასი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები მშვიდობას ვერ მოიტანს.

”აბსოლუტურად აუცილებელია, რომ უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ეს არის ერთადერთი გზა, რომ მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას ევროპაში“, – აღნიშნა ტრასმა ნატო-ს პანელზე საუბრისას.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგ უნდა დაიწყოს.

„არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს მოლაპარაკებების გარკვეული შესაძლებლობა ახლა, სანამ რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს ცრუ მშვიდობას და გამოიწვევს აგრესიას მომავალში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულიდან გაკვეთილები, მაგალითად, მინსკის პროტოკოლის მარცხი, იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. ასე რომ, ჩემი ძალიან ძლიერი მესიჯი არის ის, რომ რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი მოველაპარაკოთ,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიაახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული – ჰარცელი