ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული – ჰარცელი

საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

banner
წინა სტატიაშიჩემი გზავნილია: რუსეთი ჯერ დავამარცხოთ და შემდეგ მოველაპარაკოთ! – ტრასი
შემდეგი სტატიასაქართველოში ნატოს ნებისმიერი წვრთნების ჩატარება პროვოკაციაა – ცხინვალი