ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოშ ვისტრჩილის თქმით, საქართველომ და ჩეხეთმა თავისუფლებაც და ჩაგვრაც გამოსცადეს.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო, ჩვენთვის 1918 წელი ასევე უაღრესად სიმბოლურია. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყნებმა გამოსცადეს თავისუფლებაც და ჩაგვრაც. ეს არის შეხსენება, რამდენად მყიფეა ძვირფასი დამოუკიდებლობა როგორც გარეთ, ისე შიგნით. არასდროს დაგვავიწყდეს ეს“, – ნათქვამია მილოშ ვისტრჩილი მისალოც წერილში.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიამე მოვუწოდებდი პირიქით ევროპას, რომ იყონ ერთიანი თავიანთ პრინციპულობაში – ზარქუა