მე მოვუწოდებდი პირიქით ევროპას, რომ იყონ ერთიანი თავიანთ პრინციპულობაში – ზარქუა

მე მოვუწოდებდი პირიქით ევროპას, რომ იყონ ერთიანი თავიანთ პრინციპულობაში და ერთიანი იმ გახმოვანებულ გზავნილებში, რაც მათ გააკეთეს 24 თებერვლის შემდეგ. მე ამას ვისურვებდი. ჩვენ ვართ მტკიცედ, მყარად – მოწოდება ევროპას, “ოცნების” დეპუტატ ზარქუასაგან.

მან ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილის შეფასებისას გააკეთა, სადაც მაკრონი საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირონ და ხელი შეუშალონ ოკუპანტს სანქციებისგან გვერდის ავლის მცდელობაში.

ზარქუას თქმით, საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დაუჭირა მხარი და იცავს ყველა ევროპულ კრიტერიუმს აგრესორის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი წერილი საქართველოს პრეზიდენტს გამოუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის სენატის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაიგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა