ჩეხეთი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს, რომ მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ შეძლონ დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება – ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის მილოშ ვისტრჩილის განცხადებით, ჩეხეთი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასოცირებულ ტრიოს, რათა მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ შეძლონ დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება.

„ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირში თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასოცირებულ ტრიოს, რათა მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ შეძლონ დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება. და საერთოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობას რაც ეხება, პრაღაში შეიქმნა ეს ფორმატი და მოგეხსენებათ, მხარდაჭერა დღემდე გრძელდება“, – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა.

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პირველ მაისს ეწვია.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში უკრაინის ელჩი – ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ჩემი ნახვის დროს გახდა ცუდად… ვერ დადის და ვერ იღებს საკვებს, არ აქვს ლაპარაკის თავი, სულ სცივა, ორგანიზმი ჩამოშლილი აქვს – ხერხეულიძე