გერმანიაში უკრაინის ელჩი – ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა.

როგორც პრესა აღნიშნავს, გერმანული გამონათქვამი – beleidigte Leberwurst, უსაფუძვლოდ განაწყენებულად თავის წარმოჩენას გულისხმობს.

„გაბრაზებულ ძეხვად“ პოზირება არც ისე სახელმწიფოებრივად ჟღერს. ეს არის ყველაზე სასტიკი გამანადგურებელი ომი უკრაინაში ნაცისტების შემოჭრის შემდეგ, ეს არ არის საბავშვო ბაღი“, – თქვა უკრაინელმა დიპლომატმა.

ოლაფ შოლცმა მანამდე აღიარა, რომ არ სურდა კიევში წასვლა, ვიდრე იქ პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არ ჩავა.

ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა 3 მაისს ორდღიან დახურულ შეხვედრაზე იკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის ომი და მისი შედეგები.

აპრილის შუა რიცხვებში შტაინმაიერის ვიზიტი ჩაიშალა, რადგან უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო.

banner
წინა სტატიაშიBankoff-ის სერვისი, რომელიც სანქცირებულ რუსებს Visa ბარათების გამოყენებაში ეხმარებოდა, დაიბლოკა
შემდეგი სტატიაჩეხეთი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს, რომ მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ შეძლონ დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება – ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი