ჩეჩენმა კადიროვს ავარიის გამო ბოდიში მოუხადა და პოლიციას ჩაბარდა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩეჩენი მუსლიმ ჯამბეკოვი, რომელიც მოსკოვში მომხდარი ავარიის ადგილიდან გაიქცა, ბოდიშს იხდის ჩადენილის გამო და პოლიციას ჩაბარდა. ავარიის შემდეგ კადიროვმა მას ჩაბარებისკენ მოუწოდა.
ვიდეოზე, რომელიც კადიროვმა საკუთარ ტელეგრამზე გამოაქვეყნა, ჯამბეკოვი ამბობს, რომ ავარიის ადგილიდან გაიქცა იმიტომ, რომ შოკში იყო. ის ბოდიშს იხდის მსხვერპლის წინაშე. შემდეგ კი ბოდიშს იხდის კადიროვის წინაშე. “რამზან ახმატოვიჩის მიმართვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე მეტი ვერ გაგრძელდება და დღეს გამოვცხადდი ბრალის აღიარებით. ბოდიშს ვიხდი მის წინაშე, რომ ასე მოხდა” – ამბობს მამაკაცი – წერს “ბიბისი”.

რუსეთის შსს-მ დაადასტურა, რომ ჯამბაკოვმა მათ გროზნოში მიმართა. რამდენიმე დღეში მას მოსკოვში გადაიყვანენ.
ავარიის შედეგად გარდაიცვალა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი.

banner
წინა სტატიაშიაკრძალვის მიუხედევად “ყვითელი ჟილეტები” საპროტესტოდ გამოვიდნენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო ჰქონდა, ერთი თვის სხვაობით ორჯერ იმშობიარა