ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო ჰქონდა, ერთი თვის სხვაობით ორჯერ იმშობიარა

ბანგლადეშის მკვიდრმა ერთი თვის სხვაობით ტყუპები დაბადა. 20 წლის არიფა სულტანმა თებერვლის ბოლოს ბიჭი იმშობიარა, მაგრამ 26 დღის შემდეგ მან ისევ იგრძნო ტკივილი და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას ორი საშილოსნო აქვს და ის ისევ ფეხმძიმედ არის. საკეისრო კვეთის შემდეგ არიფა სულტანმა კიდევ ერთი გოგო და ბიჭი იმშობიარა. ორივე ჯანმრთელები იყვნენ, თუმცა, დროზე ადრე დაიბადნენ. “ჩვენ უბრალოდ, შოკში ვიყავით. მსგავსი რამ არასდროს მინახავს” – ამბობს ექიმი-გინეკოლოგი, რომლემაც ახალგაზრდა ქალს ოპერაცია ჩაუტარა – “დოიჩე ველე” წერს.

არიტა სულტანი ძალიან ღარიბი ოჯახიდან არის, ამის გამო მან ორსულობის პერიოდში ექიმებთან სიარული ვერ მოახერხა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა – ექიმი პოდარი ამბობს.

banner
წინა სტატიაშიჩეჩენმა კადიროვს ავარიის გამო ბოდიში მოუხადა და პოლიციას ჩაბარდა
შემდეგი სტატიამამა გაბრიელი ფეისბუქპოსტის გამო საპატრიარქოში დაიბარეს