“ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი”- მეუფე გრიგოლი მარტვილში ჩავიდა

ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი, მეუფე გრიგოლ კაცია მარტვილში ჩავიდა. როგორც მან თქვა, მეუფე პეტრეს “ჩაეხუტება და მადლობას გადაუხდის”.

“მე ვარ ექიმი. თქვენ იცით რომ, ოპერაცია ვერ ტარდება იმ დროს, როცა ყვირის და ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდის სხდომა იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს”,-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მედიის წარმომადგენლებმა ,მეუფეს კითხვა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. როგორც მეუფემ აღნიშნა,ის მესამე წელია საუბრობს,რომ მეუფემ პატრიარქს პატიება უნდა სთხოვოს

“მთავარი შეკითხვა ის არის, რომ მესამე წელი იყო საუბარი, რომ მეუფე პატრიარქთან მივიდეს და პატიება სთხოვოს. ერთი გაფრთხილება, მეორე, მესამე და უკვე…”-თქვა მეუფე გრიგოლმა მეუფე პეტრეს განყენებაზე საუბრისას.

მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრე ცაავას შეხვდება, რომელიც მარტვილში გუშინ, 31 ოქტომბერს ჩავიდა. როგორც მედიასთან თქვა, დარჩება მარტვილში და მეუფე გრიგოლს დაელოდება.

“ჩამოვიდეს, სტუმარი ღვთისაა, მით უმეტეს, მას დაევალა ეს. მე შეჩერებული მაქვს მსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები, რომ ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად”, – თქვა პეტრე ცაავამ.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი “პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში” ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის 1 ნოემბრისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლებისა და მონასტერში განმწესების ბრძანება გამოსცა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ეს ყველაფერი ივანიშვილის ორკესტრირებული კამპანიაა პატრიარქის გადასაყენებლად