ჩარლი შინმა შიდსით დაავადების დეტალებზე ისაუბრა

ჩარლი შინმა შიდსით დაავადების დეტალებზე ისაუბრა

11ამერიკელმა მსახიობმა ჩარლი შინმა, იმაზე ისაუბრა, თუ რატომ დაავადდა შიდსით. მსახიობმა აღიარა, რომ ეს დაუცველი სექსის შემდეგ მოხდა – დღეს The Sun-ი წერს.
შინის თქმით, ის ყოველთვის უჭერდა მხარს პრეზერვატივის გამოყენებას, “მაგრამ, ერთხელ ღამით, ძალიან მთვრალი ვიყავი, ან დამეზარა, და აი, შედეგიც”- განაცხადა მან.
შინმა ასეევ აღიარა, რომ დაავადებამ ის რადიკალურად შეცვალა. ის ახლა უფრო მამაცია და გარკვეული გმირობებიც ახასიათებს. გარდა ამისა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი მშობლებს დაუთმოს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, 50 წლის შინმა განაცხადა, რომ ის შიდსით არის დაავადებული. იმავე თვეს იურისტებს 6-მა ქალმა მიმართა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ შინთან დაცული და დაუცველი სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ, ამასთანავე, მათი თქმით, მსახიობმა მათ დაუმალა დაავადების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელი კინოთეატრში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპენსილვანიაში მეუღლეებმა ქალიშვილი საკუთარ ახლობელს აჩუქეს