პენსილვანიაში მეუღლეებმა ქალიშვილი საკუთარ ახლობელს აჩუქეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2016 00:28

პენსილვანიაში მეუღლეებმა ქალიშვილი საკუთარ ახლობელს აჩუქეს

8აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, მეუღლეებს, რომლებიც რელიგიურ სექტა ამიშების გაერთიანებიდან არიან, ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ ფინანსური დახმარების ნაცვლად, მადლობის ნიშნად, მათ საკუთარი ქალიშვილი ახლობელს აჩუქეს.
გამოძიების ვერსიით, დენიელ და სავილა შტოლცფუსებმა, ფინანსური კრიზისის დროს, რომელიც ოჯახმა 4 წლის წინ გადაიტანა, ფერმის გადარჩენის გამო, ქალიშვილი ლი კაპლანს აჩუქეს. პოლიციელებს მათ აუხსნეს, რომ არ იცოდნენ, რომ ეს კანონდარღვევა იყო.
მიმდინარე მომენტში გოგონას ორი შვილი ყავს კაპლანისგან. პირველად მან 14 წლის ასაკში იმშობიარა.
ჩხრეკის დროს, რომელიც 16 ივნისს ჩატარდა, სოციალური დაცვის სამსახურებმა 51 წლის კაპლანის სახლში, 6 თვიდან 18 წლამდე ასაკის 11 გოგონა იპოვეს.
მიმდინარე მომენტში კაპლანი დაკავებულია. მას შეუძლია გირაოთი 1 მილიონი დოლარი შეიტანოს.

ამიშები პროტესტანტული მენონიტების კონსერვატორული ფრთაა. ისინი ცხოვრების სტილით, ტანსაცმლით, ტექნოლოგიების მიუღებლობით გამოირჩევიან. ამიშებს ელექტროელერგიაც კი არა აქვთ. ამიშების დიდი რაოდენობა აშშ-სა და კანადაში ცხოვრობს. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2016 00:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics